მაღრაძე ვახტანგ არჩილის ძე

მაღრაძე ვახტანგ არჩილის ძე (დ. 6. II. 1951, ბორჯომი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004). სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1968–73). 1973-იდან მუშაობა დაიწყო არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1984–2002 იყო ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი, კადრების მომზადებისა და ასპირანტურის განყ-ბის ხელმძღვ., 2003-იდან – ქართ. მეტყველების კულტ. განყ-ბის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 2014-იდან – სტუ-ის მიწვეული პროფესორი. მ. ავტორია მონოგრაფიებისა: „ქართველური ჰიდრონიმები“ (2004), „ქართველური გვარებისა და ტოპონიმების წარმოება და მათი ურთიერთმიმართება“ (2006).