მაღრაძე ოთარ კონსტანტინეს ძე (დ. 4. III. 1954, თბილისი), პიანისტი, ჯაზის მუსიკოსი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1977). უკრავდა ანსამბლ. „ბერმუხაში“ (1972), „ოროველასა“ (1978–79) და ჯაზ-კვინტეტში (1980–89); იყო სახელმწ. ფილარმონიისა და საქართვ. ტელე-რადიოკომიტეტის თანამშრომელი; 2000-იდან თბილისის მერიის ბიგ-ბენდის, 2002-იდან – თბილ. დიქსილენდის, 2003-იდან – ჯაზ-კვინტეტ „ნოსტალგიის“, 1999-იდან – ტრიო „თბილისის“ წევრი; ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ჯაზ-კვარტეტ „თბილისს“.
მ-მ მონაწილეობა მიიღო დონეცკის (1982, 1983), თბილისის (1978, 1986, 1999, 2000, 2002), სანქტ-პეტერბურგის (1985), მოსკოვის (1986), ტალინის (1987), ზაარბრიუკენის (1988, 1989), სოხუმის (1989), ჰანოვერის (2000), ვილნიუსის (2007), მონტე კარლოს (2008), გდანსკის (2018) და სხვა მუს. ფესტივალებში.
2019 მ-ის ავტორობით გამოიცა ნოტების ალბომი „რვა ჯაზური კომპოზიცია“. მიუნსტერში (2020, გერმანია) გამართა სოლო კონცერტი. თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან (ჩ. ჰანი, რ. ჰანა, ჟ.-ლ. პონტი, უ. ლეკონტი, ბ. გოლდონი). ეწევა პედ. მოღვაწეობას.
თ. დოლიძე