მაყაშვილი ივანე რამაზის ძე (7. X. 1848, თელავი, – 1921-ის შემდეგ, საფრანგეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907), 1872-იდან მსახურობდა ჯარში ოფიცრად. რუსეთ-ოსმალეთის (1877–78), რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომების მონაწილე. პრაპორშჩიკის ჩინით ხელმძღვანელობდა გურიის ქვეითი რაზმის ასეულს. 1901–07 მსახურობდა 65-ე სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში. 1904 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907 დაინიშნა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის, ხოლო შემდგომ – ახულგოს 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად.
მ., როგორც სამხ. მწერალი, ავტორია წიგნებისა სამხ. ისტორიის შესახებ. 1921 ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. იქვე გარდაიცვალა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე