მაყაშვილი სოლომონ ზაქარიას ძე

ს. მაყაშვილი

მაყაშვილი სოლომონ ზაქარიას ძე (5. X. 1855, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 17. IV. 1920, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). დაამთავრა თბილ. სამხ. სასწავლებელი. 1873-იდან მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის ქვეით პოლკში. იყო რუსეთ-ოსმალეთის (1877–78), რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომების მონაწილე. 1892-იდან იყო დიდი მთავრის, თავად სერგეი მიხეილის ძის 153-ე ბაქოს ქვეითი პოლკის კაპიტანი, 1899-იდან – მალოიაროსლავის 116-ე ქვეითი პოლკის, შემდეგ – 113-ე სტარორუსული ქვეითი პოლკის პოდპოლკოვნიკი; 1904-იდან მე-3 ბატალიონის, ციმბირის 34-ე მსროლელი პოლკის მეთაური. 1905-იდან პოლკოვნიკი. 1913 თადარიგშია იყო. 1916-იდან მუშაობდა კავკ. სამხ. ოლქის სამხ. მიმოსვლათა სამმართველოს სატრანსპორტო-საეტაპო განყ-ბაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. გოგიტიძე