მაყაშვილი შალვა კონსტანტინეს ძე

შ. მაყაშვილი. "საკოლმეურნეო ბაზრობა". 1938. შ. ამირანაშვილის
სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი.

მაყაშვილი შალვა კონსტანტინეს ძე [11(24). IV. 1903, თბილისი, – 28. X. 1990, იქვე], ფერმწერი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1958). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1929). იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. 1930-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მ-ის შემოქმედება ძირითადად მოიცავს პეიზაჟის ჟანრს, ასევე აღსანიშნავია ისტ. და ყოფითი ხასიათის სურათები. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფერწერულობით, დინამიკურობით და ასახავს ხელოვანის პოეტურ განწყობას. 1934–36 იმოგზაურა და შექმნა რაჭის, სვანეთისა და თუშეთის მთის პეიზაჟები. ნამუშევრები: „საკოლმეურნეო ბაზრობა“ (1938), „მარჯვე ნადირობა“ (1946; ორივე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი), „თბილისის დაცვა ჯალალედინის შემოსევისაგან“ (1939, ი. გრიშაშვილის სახ. თბილ. ისტ. მუზეუმი, ქარვასლა), „ძველი თბილისი“ 1942), „ვარძია“ (1948, ვარძიის მუზეუმი), „ნიუ“ (50-იანი წლები), „საძოვრებზე“ (1953), „სოფელი ფანშეტი“ (1962), „ახალი ტრანსპორტი“ (1967), „მადნეულის კარიერი“, „ენგურჰესის მშენებლობაზე“ (ორივე – 1974–76) და სხვ.