მაშავერა

მაშავერა, მდინარე ქვემო ქართლში. სათავეს იღებს ჯავახეთის ქედის აღმ. კალთაზე, ზ. დ. 2125 მ-ზე, ერთვის მდ. ხრამს მარჯვნიდან სოფ. ნახიდურთან (არუხლოსთან). მდინარის სიგრძეა 66 კმ. აუზის ფართ. – 1390 კმ². აქვს ღრმა კანიონისებრი ხეობა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე (ზოგჯერ). ზამთრობით მ-ზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. საშ. წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მდინარეს იყენებენ სარწყავად.