მაშავერა (1949-მდე გორუნჯუკი), სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტში, მდ. მაშავრის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: მ., უკანგორი). ზ. დ. 880 მ, დმანისიდან 21 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 18 კმ. 649 მცხ. (2014).
სოფლის სამხრ.-დას-ით, სასაფლაოზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რ-იც ნაგებია ტლანქად დამუშავებული ბაზალტის ქვით. ეკლესიის დას. ფრონტონის წვერზე დადგმულია ოთხწახნაგა სამრეკლო.