მაშველი არხი, საინჟინრო სარწყავი სისტემა წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. იწყება ქუთაისთან, მდ. რიონის მარჯვ. ნაპირზე და ჩადის მდ. გუბისწყალში. სიგრძე – 25,5 კმ, ხარჯი – 12 მ³/წმ. მწყობრში ჩადგა 1924. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1931. 1935 არხს შეუერთეს „საბჭოთა არხი''. მ. ა. რწყავს წყალტუბოს (13,9 ათ. ჰა) და სამტრედიის (1,8 ათ. ჰა) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.