მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845, სოფ. თამარაშენი, – 1918, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ადვოკატი, ი. მაჩაბლის უფროსი ძმა. სწავლობდა ჰაკეს პანსიონში, თბილ. გიმნაზიაში. 1870 დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. ცხოვრობდა პეტერბურგში. სახელმწ. სამსახურის შემდეგ მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ, 1876-იდან – პეტერბურგის სასამართლოს საოლქო პალატაში. 1873–94 იყო ნ. დადიანის იურისკონსულტანტი, 1879-იდან – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. 1885 მისი და ი. მეუნარგიას რჩევით ნ. დადიანმა დ. დადიანის უმდიდრესი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას გადასცა (დაცულია საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კაში). 1880 „შახმატნი ჟურნალის'' ინფორმაციით, მ-ის რეზიდენციაში გაიმართა ტურნირი შვიდი მოჭადრაკის მონაწილეობით.
1886 მ-მა თბილისში იუსტიციის უწყებაში დაიწყო მუშაობა. 1890 ტყის მრეწველთან, პროფ. ი. ოქრომჭედლიშვილთან ხელშეკრულებით დაიწყეს ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეების ექსპლუატაცია.