მაჩაიძე ლერი პარმენის ძე

ლ. მაჩაიძე

მაჩაიძე ლერი პარმენის ძე (6. II. 1938, თბილისი, – 20. VII. 2019, იქვე), კინოოპერატორი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის საოპერატორო განყ-ბა (1978). 1960-იდან მუშაობდა „ქართულ ფილმში“. როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო მხატვრული ფილმები: „შადრევანი“ (რეჟ. თ. ბაქრაძე, 1972), „ზღვარი“ (რეჟ. თ. გომელაური, 1973), „ლახტი“ (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1973), „თბილისური ეტიუდები“ (რეჟ. ი. ასათიანი, 1974), „კავკასიური რომანსი“ (1975), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1977), „ლიმონის ტორტი“ (1977; სამივეს რეჟ. რ. გაბრიაძე,). „ბათა ქექია“ (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1978), „წერილები ბამიდან“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1980), „მოთხრობები პირველ სიყვარულზე“ (1981), „გამოცხადება“ (1988, ორივეს რეჟ. გ. მატარაძე), „ვერსათრიელა“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1982), „უკვდავების თეთრი ვარდი“ (რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1984), „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ (რეჟ. გ. მატარაძე, 1985), „ხარება და გოგია“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1987), „დედუნა“ (1985), „მდგმურები“ (1989), „ციხესიმაგრე“ (1993; ამავე წელს საერთაშ. კინოფესტ. „ოქროს არწივის“ პრიზი ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის; სამივეს რეჟ. დ. ჯანელიძე), „ღამის ცეკვა“ (რეჟ. ა. ცაბაძე, 1991; ქართული კინოაკადემიის პრემია „ნატო“, 1997), „ანგელოზის გადაფრენა“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 2000), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (ი. კრეპსთან და გ. ბერიძესთან ერთად, რეჟ. რ. ჩხეიძე, 2008).

მ. კერესელიძე