მაჩხაფარი

მაჩხაფარი, ყინულოვანი უღელტეხილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 3434 მ. უღელტეხილის მიმდებარე ტერიტ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და აკავშირებს მდ-ების – ყარასუსა (ჩერეკის შენაკადი) და ცხენისწყლის ხეობებს. მას შარივეცკის უღელტეხილსაც უწოდებენ.