მაცაბერიძე გიორგი შალვას ძე (დ. 15. VII. 1949, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997). 1972 დაამთავრა თსსი. 1973 მუშაობა დაიწყო ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე (უფრ. ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის პროფესორი). 1996–2004 იყო სახელმწ. სამედ. აკადემიის ქართულ-ამერიკული დერმატო-ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, 2004–06 – საქართვ. ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის უფროსი; 2004-იდან პ. შოთაძის სახ. სამედ. აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.
მ. არის მონოგრაფიისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება აბდომინალური ქირურგიისა და ჯანდაცვის ორგანიზების აქტუალურ საკითხებს.
თხზ.: Диагностика заболеваний билиарной системы, М., 1986.