„მაცნე“

„მაცნე'', საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი. გამოდის 1960-იდან სხვადასხვა სახელწოდებით: საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე` (1960–63), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნ. განყ-ბის „მაცნე'' (1964–74), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე'' (1976–90 წწ. №3 ჩათვლით), 1990 წ. №4-იდან დღემდე გამოდის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის „მაცნეს" სახელწოდებით. 1971-იდან „მ." გამოდის სერიებად – ბიოლოგიის (1975–2001), [ბიოლოგიის სერია A (2002–09); გამოდის ახალი სახელწოდებით ბიომედიცინის (2010), ბიოლოგიის B (2003)], ენისა და ლიტერატურის (1971–2004/05, განახლდა 2022 წ..), ეკონომიკისა და სამართლის (1980–92), ეკონომიკის (1993–2005, განახლდა 2012-იდან), ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტორიის (1971–87), ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის (1987–90), მათემატიკის (1993), ისტ., არქეოლ., ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის (2012-იდან), სამართლის (1971–79), ფილოს. და ფსიქოლოგიის (1980–93), 1975–80-მდე გამოდიოდა ფილოს., ფსიქოლოგიის, ეკოონომიკისა და სამართლის სერია. ფილოს. და ფსიქოლოგიის (1980–93), ფილოსოფიის (1997–2006), ფსიქოლოგიის (2003–11), ქიმიის (1975-იდან) სერიები.