მაწევანი

მაწევანი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ჩხიკვთას თემი), მდ. ალგეთის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 960 მ, თეთრი წყაროდან 8 კმ. 77 მცხ. (2014).

მ. XVI–XVII სს. ისტ. დოკუმენტებში იხსენიება როგორც ბარათაშვილთა და საგინაშვილთა კუთვნილი სოფელი. სოფლის აღმ-ით ციკლოპური ნასოფლარის ნაშთებია. ჩრდ. განაპირას, გორაზე დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია – კვირაცხოველი, რ-ზეც არის სამშენებლო წარწერა. მ-ის ეკლესიაში მდებარე საფლავის ქვაზე ეპიტაფიაა, საიდანაც კარგად ჩანს რუს.-ოსმალეთის 1877–78 ომის შედეგად სამხრ. საქართველოს შემოერთებით გამოწვეული ქართველ პატრიოტთა სულისკვეთება.

მ-ის დღევანდელი მოსახლეობა XIX ს-ში ჩამოსახლებული მთიულებია.

ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, თბ., 1935; Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905.

თ. თოდრია