მაწიმი

მაწიმი, მაწიმისწყალი, მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე (ზ. დ. 2720 მ). მდინარის სიგრძეა 39 კმ, აუზის ფართ. – 326 მ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე. გამოიყენება სარწყავად.