მაჭავარიანი დავით მიხეილის ძე (30. VIII. 1864, თბილისი, – 15. VII. 1924, იქვე), გენერალ-მაიორი (1917). დაამთავრა თემირ-ხან შურას რეალური სასწავლებლის მექანიკა-ტექნიკური განყ-ბა (1884), თბილ. ქვეით იუნკერთა (1888) და ოფიცრების მსროლელთა სკოლა (1909). 1888-იდან მსახურობდა ერევნის ლაიბგრენადერთა მე-13 პოლკში. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს იბრძოდა აღმ. პრუსიაში. 1915 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 დაინიშნა 490-ე რჟევის ქვეითი პოლკის, 1917 – სახალხო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად. 1918–21 მსახურობდა ქართ. ჯარში, სამხ. სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში. იყო ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავ-რე. 1921-იდან გადადგა სამხ. სამსახურიდან. დაიღუპა 1924 აჯანყების დროს.
ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
მ. გოგიტიძე