მაჭავარიანი ივანე ნიკოლოზის ძე (1863, თბილისი, – 10. III. 1943, იქვე), მთარგმნელი. 1883–87 სწავლობდა ჟენევის უნ-ტში. ლიტ. ასპარეზზე გამოვიდა 1885. 1899-იდან მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზაზე კომერც. განყ-ბის უფროსად; განაგებდა ჟურნ. „მოამბეს“. პუბლიც. წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „დროებაში“, „საქართველოში“. მისი ავტორობით გამოიცა ფრანგ.-ქართ. ლექსიკონი. ქართ. ენაზე თარგმნილი აქვს ა. დიუმას „სამი მუშკეტერი`, ა. დოდეს „ტარტარენ ტარასკონელი“, ასევე ფრანგი და რუსი მწერლების მრავალი რომანი და მოთხრობა (ვ. ჰიუგო, დ. დიდრო, მოლიერი, ა. ტოლსტოი, პ. პავლენკო, მ. გორკი და სხვ.). წერდა ფსევდონიმებით: „ინტრანსიჟან“, „კვიმატი“, „ივანე ახალშენაშვილი“, „ინ ანი“, „ი. მ-ნი“, „X“.
თხზ.: სამშობლო და კაცობრიობა, თბ.,1904; სამი მუშკეტერი (თარგმ.), თბ., 2004; ტარტარენ ტარასკონელი (თარგმ.), თბ., 2011.
ლიტ.: თურნავა ს., ივანე მაჭავარიანი, „განთიადი`, 1993, №1–2; მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013.