მაჭავარიანი კონსტანტინე დავითის ძე

კ. მაჭავარიანი

მაჭავარიანი კონსტანტინე დავითის ძე (15. VIII. 1919, გომელი, ბელარუსი, – 22.III. 2010, მოსკოვი), ავიაციის გენერალ-მაიორი (1973), სსრკ დამს. სამხ. მფრინავი (1979), ინჟინერი. დაამთავრა მოსკოვის სამხ. საჰაერო ძალების სპეცსკოლა (1947), ვ. ჩკალოვის სახ. ბორისოგლებსკის სამხ.-საავიაციო სასწავლებელი (1951), ი. გაგარინის სახ. სამხ. საავაციო აკადემია (1964). იყო მე-16 საჰაერო არმიის მე-16 გვარდიის გამანადგურებელი დივიზიის მეთაური (1971–73), მე-5 საჰაერო არმიის საბრძოლო მომზადების სარდლის მოადგილე (1975–85), სსრკ საჰაერო მიმოსვლის მართვის მთავარი სამმართველოს (1985–87), აგრეთვე საჰაერო სივრცის სამმართველოს 23-ე მთავარი ცენტრის უფროსი (1987–89), საჰაერო მიმოსვლის სამმართველოს ერთიანი სისტემის სახელმწ. ცენტრის თანამშრომელი (1989-იდან).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. გოგიტიძე