მაჭავარიანი ლია გივის ასული (დ. 6. II. 1960, თბილისი), გეოგრაფი, ნიადაგმცოდნე, მიკროპედოლოგი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2006), პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1982). იმავე წელს მუშაობა დაიწყო იქვე ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლის (1990) და დოცენტის (1992) თანამდებობებზე; 2006 იყო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი; 2012-იდან – სრული პროფესორი და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე; 2009-იდან – ფაკულტეტთან არსებული გამოყენებითი ეკოლოგიის ინ-ტის დირექტორი. გავლილი აქვს საერთაშ. სასწ. კურსები.
მ. ნაშრომების, რ-ებიც ეხება მიკროპედოლოგიურ და ედაფიურ-ეკოლოგიურ კვლევებს, ეროზიული პროცესების შესწავლას, კლიმატის ცვლილებას, წყალსაცავების მართვასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
თხზ.: პრაქტიკუმი ნიადაგთმცოდნეობაში, თბ., 2011; გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები, თბ., 2013; წყალსაცავების პოზიტივები და ნეგატივები, თბ., 2022; (თაანავტ.: გ. მეტრეველი, ზ გულაშვილი); Географические парадигмы микростроения основных почв Грузии, Тб., 2008; Time Factor in Soils of Georgia – Mirror or Memory of Landscapes? J. of Env. Biol., 2012, 33(2);. The Soils of Georgia (Ed. Lia Matchavariani), Word Soils Book Series, Springer Cham, Switzerland, 2019; Assessment Scheme of Water-Reservoirs Impact on Groundwater. Intern. J. of GEOMATE, 2022, 22(90).