მაჭავარიანი მიხეილ სიმონის ძე (დაახლ. XIX ს. 70-იანი წლები, თბილისი, – 1924-ის შემდეგ, გერმანია), გენერალი (1920), რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი (1915), საქართვ. სამხ. სამინისტროს სამხ. ავიაციის სკოლის უფროსი (1918–20), სამხ. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი (1920). იბრძოდა გაგრა-სოხუმის ფრონტზე, სადაც დაიჭრა. 1921-იდან ემიგრაციაში წავიდა.