მაჭავარიანი მიხეილ სპირიდონის ძე

მაჭავარიანი მიხეილ სპირიდონის ძე [27. VIII (8. IX). 1886, სამტრედია, – 29. III. 1951, თბილისი], არქიტექტორი. საქართვ. მეცნ. და ტექნიკის დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა ტომსკის ტექნოლ. ინ-ტი (1913). სხვადასხვა დროს (1914–21) მუშაობდა რუსეთში სარკინიგზო ხაზების მშენებლობის მთ. არქიტექტორად. 1921-იდან ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში. მ. ეწეოდა პედ. საქმიანობასაც. 1923–30 იყო თბილ. სამხატვრო აკადემიის არქიტ. ფაკ-ტის დეკანი, პროფესორი (1923-იდან), 1938–51 – საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის (ახლანდ. სტუ) არქიტ. კათედრის გამგე. ნამუშევრები: ზემო ავჭალის ჰესი (ზაჰესი, 1927, ა. კალგინთან და კ. ლეონტიევთან ერთად), რომლის არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. რკინიგზის ვაგზლის შენობა ოზურგეთში (1923–29) და სხვ. მისმა არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.