მაჭავარიანი ნანა მუხრანის ასული (დ. 15. II. 1956, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2005). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ბა (1978). 1983-იდან საქართვ. მეცნ. აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის თანამშრომელია, 2018-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორი. მისი სამეცნ. კვლევები ეძღვნება ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს. განსაკუთრებით არის დაინტერესებული აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურის, ლექსიკისა და ისტორიის საკითხების კვლევით, მათი გრამატიკული წყობის ანალიზით ქართველურ ენებთან მიმართებით. მ. არის მრავალი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოსა და რედკოლეგიის წევრი, მ. მაჭავარიანის თბილ. და არგვეთის მუზეუმების დირექტორი.
თხზ.: მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი), თბ., 2006; სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში, თბ., 2006; ენათმეცნიერული შტუდიები, თბ., 2015; აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები, თბ., 2017; აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები, თბ., 2020; Глагольные категории в Абхазском и Грузинском языках, вступающие в синтаксические отношения, Tb., 2011.
ს. მეტრეველი