მაჭავარიანი შოთა სიმონის ძე (14. V. 1921, თბილისი, – 14. X. 1988, იქვე), რეანიმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1972). 1942 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1942–57 იყო პათოფიზიოლოგიის ლაბორ., 1957–67 კი – ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს III ქირურგ. განყ-ბის გამგე, 1967–88 – თსსი-ის რეანიმაციის საპრობლემო ლაბორ. ხელმძღვანელი, 1973–88–ამავე ინ-ტში თავისივე ჩამოყალიბებული ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე.
მ. იყო ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საკავშ. სამეცნ. საზ-ბის გამგეობის წევრი, საქართვ. ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზ-ბის თავ-რის მოადგილე, საქართვ. ჯანმრთელობის სამინისტროსთან არსებული ექსტრემალური და ტერმინალური მდგომარეობების საკავშ. საპრობლემო კომისიის თავ-რე.
მ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება ანესთეზია-რეანიმაციის აქტუალურ საკითხებს.
ლიტ.: რეანიმატოლოგია და ანესთეზიოლოგია, თბ., 1985; ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგია, თბ., 1986.