მაჭარა

მაჭარა, მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, იქმნება სოფ. მერხეულთან მდ-ების – დიდი და პატარა მაჭარის შეერთებით. მდინარის სიგრძეა 21,2 კმ. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა (კარსტული) წყლებით. ხშირად იცის წყალმოვარდნა. წყალუხვია ზამთარში, წყალმცირე – ივლის-სექტემბერში. მდინარის საშ. წლიური ხარჯი შეადგენს 4,4 მ³/წმ.