მაჭარაშვილი გიორგი გურამის ძე

მაჭარაშვილი გიორგი გურამის ძე (დ. 3. IX. 1951, თბილისი), ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2006). 1973 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს აგრეთვე ერევნის ფიზიკის ინ-ტში, ფერარას (იტალია) უნ-ტში, ასევე ამაჩქარებლებზე: JINR (დუბნა, რფ), IHEP (პროტვინო, რფ), ITEP (მოსკოვი, რფ), IKP (იულიხი, გერმანია), KEK (ცუკუბა, იაპონია). მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. პროექტსა და კოლაბორაციაში: PROZA, POLEX, NEPTUN (IHEP, პროტვინო), NICA (JINR, დუბნა), ANKE, PAX, JEDI/CPEDM (Forschungszentrum-Julich, გერმანია), E391, COMET (KEK, იაპონია). არის სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა ჰადრონული ურთიერთქმედებები, ბირთვული გარემოს გავლენა, იშვიათი და ხისტი პროცესების ძიება სტანდარტული მოდელის მიღმა, პოლარიზაციული მოვლენები ჰადრონულ ურთიერთქმედებებში, ასევე პლასტიკური და კრისტ. სცინტილატორები, ჩერენკოვის დეტექტორები, კალორიმეტრები, მაღალი სიზუსტის დეტექტორები, ამაჩქარებლების დინამიკა და სხვ. მუშაობს მონაცემთა ანალიზის, მონტე-კარლოს სიმულაციების, ოპტიმიზაციის ამოცანების, ანალიზის პროგრამული კოდების დიზაინის, ექსპერიმენტების პროექტირებისა და მონათესავე საკითხებზე.

თხზ.: მონაცემთა ანალიზი, თბ., 2022; How to Reach a Thousand-Second in-Plane Polarization Lifetime with 0.97 GeV/c Deuterons in a Storage Ring, Phys. Rev. Lett., 2016, 117, 054801 (თანაავტ.). F. Storage Ring to Search for Electric Dipole Moments of Charged Particles, CERN-2021-003, CPEDM Collaboration, CERN, 2021 (თანაავტ).