მაჭარაშვილი თეიმურაზ ნიკოლოზის ძე (დ. 25. IX. 1956, საჩხერე), გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად ბიოფიზიკის ცენტრში (1983–89), ჰიდრომეტეოროლ. (1990–92) და გეოფიზიკის (1993-იდან) ინ-ტებში. 2004-იდან სტუ-ის პროფესორია. მისი ინტერესების სფეროა რთული სისტემები, არაწრფივი დინამიკა, რთული პროცესების დინამიკის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი, დისციპლინათშორისო კვლევები. მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
მიღებული აქვს მ. ნოდიას სახ. პრემია (2009).
თხზ.: Mahalanobis distance-based recognition of changes in the dynamics of a seismic process, Nonlin. Processes Geophys., 26, 291 – 305, 2019 (თანაავტ.); Analysis of the regularity of the Internet Interdomain Routing dynamics, Physica A (2020),12412; (თანაავტ.); Changes in the dynamics of seismic process observed in the fixed time windows; case study for southern California 1980–2020, physics of the Earth and Planetary Interiors 319 (2021) (თანაავტ.).