მაჭარაშვილი თენგიზ კონსტანტინეს ძე (16. IX. 1923, თბილისი, – გ. წ. უცნობია), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტი (1949). 1949–56 – მუშაობდა „აფხაზპროექტში“ (სოხუმი), 1957–59 – „საქქალაქმშენსახპროექტის“ სოხუმის ფილიალში, 1959–68 კი – თბილისში ამავე სათავო ინ-ტში (პროექტის მთ. არქიტექტორი), 1968–72 – საქართვ. კულტ. სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სამმართველოში და სხვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში (1954–57). მონაწილეობას იღებდა არქიტ. კონკურსებში. ნამუშევრები: ადმ. შენობა (1950, გაგრა), ასასვლელი სოხუმის მთაზე (1952), საცხოვრ. სახლები კელასურში, სოხუმში, გაგრაში (1954–57); რესტორანი „ეშერა“ (1956); ასევე თბილისში – №1 სამშობიარო სახლის, მე-8 საქალაქო საავადმყოფოსა და საქართვ. ჯანმრთელობის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის ინ-ტის შენობების რეკონსტრუქცია და სხვ.