მაჭარაშვილი კარლო შალვას ძე

მაჭარაშვილი კარლო შალვას ძე (20. X1. 1924, სოფ. კორბოული, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 2007, თბილისი), პედაგოგი, მეთოდისტი. პედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980).

დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) რუს. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1951). 1960–73 მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1973–77 იყო საქ. სსრ განათლების მინისტრის მოადგილე, 1977–87 – ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე.

მ. იკვლევდა რუს. ენის სწავლებისა და აღზრდის საერთო პრობლემებს.

თხზ.: Основные принципы составления первоначального учебника русского языка для грузинской школы, Тб., 1963; Основы методики преподавания русского языка в грузинской восьмилетней школе, ч 2, Тб., 1972.