მაჭარი

მაჭარი, ახლად დაყენებული (დუღილდაუმთავრებელი) ღვინო, რ-იც მიიღება ყურძნის ტკბილის დაუმთავრებელი ალკოჰოლური დუღილის შედეგად. აქვს სასიამოვნო ორიგინ. არომატი და მოტკბო გემო, მღვრიეა, ახასიათებს ნახშირორჟანგის გამოყოფის ცვალებადობა, თამაში.