მაჭახელაჰესი

მაჭახელაჰესი, მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. მდებარეობს ბათუმის სამხრ-ით, მდ. მაჭახელაზე. ექსპლუატაციაში შევიდა 1957. მისი სიმძლავრეა 1,6 მეგვტ. მისი მფლობელია შპს „ბაკური“. მ-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2015 წ. – 6,1; 2017 წ. – 4,2; 2018 წ. – 1,1; 2019 წ. – 2,5; 2020 წ. – 1,9; 2021 წ. – 9,6; 2022 წ. – 9,3.