მაჭუტაძე გაიანე სერგოს ასული (24. XII. 1914, პეტერბურგი, – 8.VII. 1994, თბილისი), პიანისტი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1933 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვ. საფორტეპიანო განყ-ბა. 1934–39 სწავლობდა თბილ. კონსერვ. ასპირანტურაში და პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1934-იდან იყო საქართვ. რადიოკომიტეტისა და ფილარმონიის სოლისტი, 1939–42 – მოსკ. გნესინების სახ. მუს. პედ. ინ-ტის, 1942-იდან სიცოცხლის ბოლომდე – თბილ. კონსერვ. პედაგოგი (1975-იდან პროფესორი), 1991-იდან – ხელოვნების აკად. პროფესორი. მ. პირველი ქართვ. პიანისტი ქალია, რ-მაც ესტრადაზე გამოიტანა ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები. მის რეპერტუარში შედიოდა: ა. ბალაჩივაძის, ო. ბარამიშვილის, ნ. გუდიაშვილის, ა. შავერზაშვილის, ა. მაჭავარიანის, ფ. შოპენის, ლ. ბეთჰოვენის, ჰ. ფრანკის, ი. ბრამსის და სხვ. ნაწარმოებები.
მ-ის მოწაფეები იყვნენ: ნ. ბრეგვაძე, ნ. ბუცხრიკიძე, თ. ელიავა, ნ. თევზაძე და სხვ.