მახათაძე ბორის ალექსანდრეს ძე (20. I. 1865, ზესტაფონი, – 1912-ის შემდეგ, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1909). დაამთავრა ციმბირის სამხ. გიმნაზია (1882), კონსტანტინეს სამხ. (1884) და მიხეილის საარტილერიო (1886) სასწავლებლები, აგრეთვე გენ. შტაბის აკადემია (1891). 1883-იდან მსახურობდა მე-5 სარეზერვო საარტილერიო და 65-ე საარტილერიო ბრიგადებში. იყო ურალის ოლქის ჯარების შტაბის უფროსი (1903–05), სევასტოპოლის 128-ე ქვეითი პოლკის (1905–09), აღმ. ციმბირის მე-4 მსროლელი დივიზიის 1-ელი ბრიგადის მეთაური (1909–12). 1912 ავადმყოფობის გამო გადადგა სამხ. სამსახურიდან.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.