მახათაძე ლუარსაბ ბორისის ძე (11. VI. 1906, ჟიტომირი, – 13. V. 2003, თბილისი), მეტყევე. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1956), პროფესორი (1968), მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1929 დაამთავრა თსუ-ის აგრ. ფაკ-ტი. 1954–57 იყო ერევნის ბოტან. ბაღის დირექტორი, 1957–80 – ვ. გულისაშვილის სახ. საქართვ. სამთო მეტყევეობის ინ-ტის სატყეო გეობოტანიკის განყ-ბის გამგე, 1980-იდან – სამეცნ. კონსულტანტი. იკვლევდა საქართვ. ტყეების დინამიკურ მიმართულებებს, კავკასიის ტყის ტიპების ეკოლოგიურ-გენეტიკური კლასიფიკაციის საკითხებს. ავტორია სამეცნ. ნაშრომების. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.