მახალდიანი ვახტანგ ვასილის ძე [8 (21). I. 1911, სოფ. მლეთა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 4. XII. 1982, თბილისი], მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში, საქ. სსრ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955), ტექ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1955), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. სახელმწ. (1971, 1981) და გ. ნიკოლაძის სახ. პრემიების (1978) ლაურეატი, საქართვ. მეცნ. აკად. გამოყენებითი მექან. და მართვის პროცესების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი და პრეზიდიუმის წევრი (1954), ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი, II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე.
ამიერკავკ. ენერგეტიკული ინ-ტის დამთავრების (1932) შემდეგ, 1934-იდან მუშაობა დაიწყო თბილ. სას.-სამ. მანქანების ქ-ნაში მთ. ინჟინრად. იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე (1938-იდან). მ-ის ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდ გავრცელდა მის მიერ დამუშავებული მაღალმთის პირობებში მომუშავე ძრავას თბური გაანგარიშების მეთოდი და არასრული დატვირთვით მომუშავე ძრავას დროსელირების თეორია. შექმნა კუმშვის ხარისხის ავტომ. რეგულირების ძრავა, დაამუშავა მისი თეორია და გაანგარიშების მეთოდები, აგრეთვე როტაციული (მოცულობითი და რეაქტიული) ძრავების მუშაობის პრინციპები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: შიგაწვის ძრავების თეორია (სახელმძღვანელო), თბ., 1971; О двигателях для горных автомобилей и тракторов, Тб., 1968; Механическая тяга в горной местности, М.1970 (თანაავტ. Р.Р.Двали); Двигатели внутреннего сгорания с автоматическим регулированием степени сжатия, Тб., 1973 (თანაავტ. И.Ф.Эджибия, А.М.Леонидзе).