მახარაძე აკაკი გენადის ძე (14. VIII. 1922, სოფ. ქვედა ციხესულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 7. V. 1994, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1975), მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1948). იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის უფრ. მასწავლებელი (1953–54), თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ლექტორი (1955–56); მუშაობდა (1956-იდან) საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში, იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანი (1972–79), პოლიტეკონომიის კათედრის გამგე (1971–80), იგივე თანამდებობა ეკავა ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში (1980–94).
მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, რ-ებიც ეხება სასაქონლო-ფულადი ურთიერთობებისა და სოფ. მეურნეობის განვითარების პერსპექტივის საკითხებს.
თხზ.: სასაქონლო-ფულადი ურთიერთობანი კოლმეურნეობებში, თბ., 1974; მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, თბ., 1984.