მახარაძე არჩილ ფილიპეს ძე [14 (27). III. 1908, თბილისი, – 27. I. 1979, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი)], სამხედრო ინჟინერი, ინჟინერ-პოლკოვნიკი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1948), ფ. მახარაძის შვილი. დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახ. უმაღლესი ტექ. სასწავლებელი (1931), იყო სამხ. წარმომადგენელი იტალიაში (1935–37), მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე გემთმშენებლობის დარგში (1937–75). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.