მახარაძე გიორგი ალექსანდრეს ძე (დ. 26. IX. 1948, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა იქვე ანალიზური ქიმიის კათედრაზე. იყო ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის კათედრის ასისტენტი (1979–84), დოცენტი (1984–2003), პროფესორი (2003-იდან). ხელმძღვანელობდა საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში დისტანციური სწავლების ქიმიის მიმართულებას (2007–10), არის თსუ-ის მოწვეული პროფესორი (2012-იდან). მ-ის სამეცნ. გამოკვლევები ეხება ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის სფეროს. საქართველოში მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბუნებრივ წყლებში მძიმე ლითონების მიგრაციის ფორმებისა და მძიმე ლითონების ბუნებრივ მაკრომოლეკულებთან (ფულმომჟავებთან და ჰუმინის მჟავებთან) კომპლექსწარმოქმნის პროცესების შესწავლა. მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
მ-ს მიღებული აქვს ეუთოს (OSCE), NATO-ს, სოროსის ფონდის საერთაშ. ეკოლოგიური ასოციაციის (YSR), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშ. სამეცნ.-ტექ. ცენტრის (ISTC) გრანტები. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის, აგრეთვე წყლის საერთაშ. ასოციაციის წევრი.
თხზ.: ფულმომჟავები, თბ., 2009; Method of Calculation of Stability Constants of Fulvic Complexes on the Example of Copper. Journal of Chemistry and Chemical Engineering, USA, 2014, v. 8 (თანაავტ.: T. Makharadze); New Version of Calculation of Stability Constant of Metal-fulvate Complexes on the Example of Zinc Fulvate. International Journal of Environmental Science and Technology, USA, 2018, v. 15; (თანაავტ.: Supatashvili G., Makharadze T.).