მახარაძე შალვა კოზმანის ძე

მახარაძე შალვა კოზმანის ძე (6. IX. 1923, სოფ. იანეული, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1990, თბილისი), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972).

1944 დაამთავრა თსსი და იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო ჰოსპიტლის თორაკალური ქირურგიის განყ-ბის ორდინატორად; 1947–50 იყო ექიმთა დახელოვნ. ინ-ტის №2 ქირურგ. კათედრის ორდინატორი, უმცრ. მეცნიერი თანამშრომელი; 1950 – თიანეთის რ-ნის საავადმყოფოს, 1958 – ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. ქირურგ. განყ-ბების გამგე; 1960 კლინ. და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტში ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყ-ბას; 1975–90 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV სამმართველოს მთ. ქირურგი სამეცნ. საბჭოს წევრი და სხვ.

მ-ის სამეცნ. ნაშრომები და გამოგონებები ეხება მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.