მახაური ტრისტან მოსეს ძე (1. X. 1959, სოფ. გომეწარი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 4. I. 2018, თბილისი, დაკრძალულია გომეწარში), ფოლკლორისტი, პოეტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2006). 1978–84 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრ. და ლიტ.-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, ლექსები, თარგმანები, მ. შ.: „ქართული ხალხური საგმირო ბალადა“ (2003), „მოსემ თქვა“ (2005), „ლიტერატურული ნარკვევები“ (2008), „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები“, I–IV (2005–16).