Twitter
Facebook
Whatsapp
მახაში, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ჩიხარეშის თემი), სვანეთის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1480 მ, ლენტეხიდან 42 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014).