მახვილაური, სოფელი აჭარის არ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (შარაბიძეების თემი), კახაბრის ვაკეზე. ზ. დ. 60 მ, ხელვაჩაურიდან 3 კმ, ბათუმიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 593 მცხ. (2014).
2011-იდან სოფლის ნაწილი მოქცეულია ბათუმის ადმ. საზღვრებში (კახაბრის უბანი).