მახვილაძე კახა ლევანის ძე (დ. 7. V. 1959, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი, მშენებლობის მენეჯერი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექ. დარგში (2002). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამოქალაქო სამრეწვ. და მშენებლობის ფაკ-ტი (1982), მენეჯერთა სკოლა (1990). მუშაობდა საქართვ. მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ბიურო „მშენინდუსტრიის“ კონსტრუქტორად (1982–87); საქართვ. მეცნ. აკად. კ. ზავრიევის სახ. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად (1987–90), ტრესტ „კავგვირაბმშენის“ IV სამმართველოს უფრ. მოადგილედ (1990–91), საქართვ. სოც. ინვესტიციებისა (1996–98) და საქართვ. მუნიციპალური (1998–99) ფონდების მთ. ინჟინრად. შპს სამეცნ. საპროექტო ტექნოლ. საწარმო „ინდუსტრიის“ დირექტორი (2014-იდან).