მახვილაძე ლევან სილოვანის ძე (27. IV. 1931, ქუთაისი, – 30. III. 2014, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. საქართვ. საინჟინრო აკად. ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (1992). ტექ. მეცნ. დოქტორი (1992), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექ. დარგში (2002).
დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი (1955). მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე (1955–63). იყო საქართვ. მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „მეტალურგმშენის“ უბნისა და „ტრანსსპეცმშენის“ სამმართველოს უფროსი, რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის დირექტორი (1963–71); საქართვ. მეცნ. აკად. კ. ზავრიევის სახ. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1971–73), საქართვ. მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ტექნოლ. ინ-ტის, „მშენინდუსტრიის“ (1973–76) და რუსთავის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქ-ნის (1976-იდან) დირექტორი. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
მ-ის სამეცნ. შრომები ეხება ახ. სისტემის მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობისა და კომპლექსური საიმედოობის საკითხებს.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. არის გამოგონებების ავტორი.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002).