მახვილო

მახვილო, მთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე, მდ. ნუნისისწყლის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1725 მ. აგებულია პალეოგენური ვულკანური წყებებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია შერეული ტყით.