მახინჯაური

მახინჯაური, სოფელი აჭარის არ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (მ., განთიადი, შუა მახინჯაური); მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამტრედია–ბათუმის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. ზ. დ. 15 მ, ხელვაჩაურიდან 15 კმ. 735 მცხ. (2014).

მ. ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლ. კურორტია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. იანვრის საშ. ტემპ-რაა 5,7 0C, ივლისისა – 22,2 0C, საშ. წლიური ტემპ-რა – 13,8 0C, ნალექების რაოდენობა წელიწადში – 2750 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა – 1890 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია თალასოთერაპია, არსებული მინერ. წყლები გამოიყენება ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

მ-ს 1959 მიენიჭა დაბის სტატუსი და გახდა სადაბო საბჭოს ცენტრი. 2011 დაბის დიდი ნაწილი გამოეყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და მოექცა ბათუმის დაქვემდებარებაში, მწვანე კონცხის უბანში. 2014 აღწერის მიხედვით ხელვაჩაურის მუნიციპ-ში არსებულ დაბა მ-ს გაუუქმდა დაბის სტატუსი.