მახობელი

მახობელი

მახობელი (Cephalaria syriaca), ერთწლოვანი მცენარე გოქშოსებრთა ოჯახისა. მისი დატოტვილი ღეროს სიგრძე 30–100 სმ აღწევს. აქვს თავაკებად შეკრებილი ცისფერი ყვავილები და თესლურა ნაყოფი. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ირანსა და კავკასიაში. გვხვდება როგორც დას., ისე აღმ. საქართველოში. ყანების სარეველაა. კალოზე გალეწილ ხორბალს მისდევდა მისი თესლიც, რ-ის 1–2% პურს ლურჯ ფერს, სირბილეს და სურნელს აძლევდა.

ლ. ხინთიბიძე