მახრასებრნი, ბოსტანასებრნი (Gryllotalpidae), მწერების ოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ოჯახში 50-ზე მეტი სახეობაა და გავრცელებულია ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა. საქართველოში გვხვდება სამი სახეობა: ჩვეულებრივი მახრა, ანუ ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa), ველის მახრა (Gryllotalpa stepossa) და ერთქიცვიანი მახრა (Gryllotalpa unispina). ცხოვრობენ ტენიან ნიადაგში, აზიანებენ მინდვრის, ბოსტნისა და ბაღჩის კულტურებს, ხემცენარეებს, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობაში. იკვებებიან ძირითადად ფესვებით, ძირხვენებით, თესლით, ღეროებითა და ახალგაზრდა აღმონაცენით. მ-თა სრულ განვითარებას საქართველოში ერთი წელი სჭირდება.
ა. ბუხნიკაშვილი