მახურა

მახურა, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის მუნიციპალიტეტში (ზუბის თემი), ასხის მასივის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 700 მ, ცაგერიდან 21 კმ. 47 მცხ. (2014).