მგალობლიშვილი თინათინ (თინა) მიხეილის ასული

მგალობლიშვილი თინათინ (თინა) მიხეილის ასული (დ. 23. I. 1937, თბილისი), საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწებლობის სახელმწ. კომიტეტის დიქტორი. საქართვ. დამს. არტისტი (1987). 1959 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. გაახმოვანა 600-მდე კინოგმირი, მათ შორისაა მარიტა („ნატვრის ხე“, რეჟ. თ. აბულაძე), ხათუნა („როცა აყვავდა ნუში“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე), ესმა („სამი სიცოცხლე“, რეჟ. ი. პერესტიანი), თამარი („მთვარის მოტაცება“, რეჟ. თ. მელიავა), შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე) და სხვ. წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. რადიოში მიჰყავდა მხატვრულ-ლიტ. გადაცემები. 2021 მთაწმინდაზე, ტელეანძის მიმდებარედ, გაიხსნა მ-ის ვარსკვლავი.