მდენარი, ქართული ლექსის სახეობა. საერთო რითმაზე გაწყობილი 16-მარცვლიანი ლექსი, რ-იც 7 ტაეპისაგან შედგება. ბოლო ტაეპში მოხსენიებულია ავტორის სახელი. მ-ს დ. გურამიშვილი „დინარს“ უწოდებს, ხოლო მამუკა ბარათაშვილი – „გრძელშეწყობილს“.
ლიტ.: ბარათაშვილი მ., ჭაშნიკი, სწავლა ლექსის თქმისა, თბ., 1981; ბარბაქაძე თ., ქართული ლექსმცოდნეობა, თბ., 2014; მიქაძე გ., ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974.
გ. მიქაძე